Monday, July 11, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს შევავსეთ შეფასების სქემა. გავეცანი  ჩემი კოლეგების პროექტებს. შევაფასეთ ასევე  ერთმანეთის  ნამუშევრები. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  საინტერესო და ჩვენთვის  საჭირო  ტრენინგის ჩატარებისათვის.

Thursday, July 7, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ვისწავლეთ  თუ როგორ მოვძებნოთ დიფერენციალური სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლეებისათვის, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.  გავუზიარეთ ერთმანეთს სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები .
მადლობა  ჩვენს ტრენერს.

ტრენინგის მეექვსე დღე

მოვამზადეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები, პრეზენტაციები. განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები. გავაკეთეთ  რეაფლექსია. დღე საინტერესო იყო,  ტრენერი კი კმაყოფილი ჩვენი მუშაობით.

Thursday, June 30, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვისწავლეთ  როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალები  ინტერნეტით.
დავასრულეთ და გამოვაქვეყნეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია ბლოგზე.